“თავს ვი­კა­ვებ­დით ამ პოს­ტის­გან – ისევ ახ­ლობ­ლე­ბის გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბა არ გვინ­დო­და”– რას წერს სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი?

26-07-2024
1 292
Aa

ცნობილია ახალგაზრდების ვინაობა, რომელსაც სვანეთში მეორედღეა ეძებენ. დაკარგულები გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი არიან. მათ სამძებრო სამუშაოებში ადგილობრვებიც ჩაერთვნენ.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის ჩარ­თვა მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ამ ეტაპ­ზე ვერ ხერ­ხდე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბამ­დე და­კარ­გუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ანა წე­რე­დი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა:

“თავს ვი­კა­ვებ­დით ამ პოს­ტის­გან – ისევ ახ­ლობ­ლე­ბის გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბა არ გვინ­დო­და.მაგ­რამ…მე­ხუ­თე დღეა ბი­ძაშ­ვილს ეძე­ბენ სვა­ნე­თის ტყე­ებ­ში! მე­ხუ­თე დღეა უგზო-უკვლო­დაა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ორი ახალ­გაზ­რდა. რით ვერ აფ­რინ­და ვერ­ტმფრე­ნი და შე­სა­ბა­მი­სად აღ­ჭურ­ვი­ლი დრო­ნე­ბი აქამ­დე?! რით ვერ და­ი­წყო შე­სა­ფე­რი­სი ძებ­ნა აქამ­დე?! ხუთი დღეა გა­სუ­ლი და რა ვერ­ტმფრე­ნის ასაფ­რე­ნად სა­ჭი­რო ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ზე და სა­ბუ­თე­ბის მზა­დე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. ან რა ნის­ლია მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ ტყის თავ­ზე ასე­თი, როცა მთე­ლი სვა­ნე­თი უღ­რუბ­ლო­დაა?

ვუ­რე­კავ ბრი­გა­დას­თან ერ­თად სა­ძებ­რად წა­სულ ჩემს ძმას და მი­დას­ტუ­რებს, რომ მთის იმ მხა­რეს, სა­დაც თვი­თო­ნაა არა­ნა­ი­რი ნის­ლი არაა! ჩა­ლი­თაც არ ვართ გა­და­ხუ­რუ­ლე­ბი?! ჩა­საფ­რე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან მარ­თლა­ არ ვწერთ (ან სად გვაქვს ამი­სი თავი). სამ­წუ­ხა­როდ, უძ­ლუ­რის და შე­ში­ნე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან ვწერთ და ვთხოვთ ად­გი­ლობ­რივ და ცენ­ტრა­ლურ მთავ­რო­ბას დრო­ულ და ადეკ­ვა­ტურ რე­ა­გი­რე­ბას”, – წერს ანა წე­რე­დი­ა­ნი.

სვანეთში ორი ახალგაზრდას დაკარგვის შესახებ 112-შიინფორმაცია 24 ივლისს შევიდა. დაკარგული ახალგაზრდების მოსაძებნად შესაბამისი ტექნიკის, კერძოდ კი სითბური დრონების ჩართვას ითხოვენ, რომელსაც ღამის ხედვის რეჟიმი აქვს, ასევე ვერტმფრენისაც, თუმცა სამაშველო ამბობს, რომ ამინდის გამო, ვერტმფრენის გამოყენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

FACEBOOK კომენტარები