"დასრულდა..." ,ნანუკა გულუა სამწუხარო ამბავს ავრცელებს

29-07-2024
711
Aa

მომდევნო სატელევიზიო ეთერიდან „ჩვენთან ერთად“ ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ წამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში წერს. 

ნანუკაგა მომწერებს მოუწოდებს, უყურონ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“, სადაც გადაცემის გუნდი სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

„დასრულდა ჩემი კიდევ ერთი დიდი გამოწვევა, კიდევ ერთი უდიდესი გამოცდილება სატელევიზიო და ცხოვრების გზაზე… Maka Lomidze მადლობა ნდობისთვის,სიყვარულისთვის,ზრუნვისთვის, პატივისცემისთვის, ჩემთვის ხარ 25 საუკუნის მმართველი ყველა შენი უნარით!!! განსაკუთრებული ფუფუნებაა ნებისმიერი თანამშრომლისთვის, რომ 24/7 ხარ ჩვენი მოსმენისთვის მზად, ნებისმიერ წამს შეგვიძლია ყველა წვრილმანი თუ მსხვილმანი გაგიზიაროთ,მადლობა! მადლობა Ekaterine Natsvlishvili შენი დაუღალავი შრომისთვის, შენი ყველა სამოტივაციო სიტყვისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი თვითრწმენისთვის და შემდეგი მთების გადადგმისთვის მადლობა რუსოს, გორთამას, თიკოს სიყვარულისთვის, თბილი გარემოსთვის და უტკბილესი სამუშაო პერიოდისთვის, მადლობა გიორგი კაკაბას, ჩემს ზეგემოვნებიან სიტყვაძუნწ პროდიუსერს , რომლის სათქმელი მაინც მოდიოდა ჩემს გულთან და ყურთან…მადლობა მთელ გუნდს ვინც მუშაობდა ამ გადაცემაზე, მადლობა სტუმრებს-ყველაფერი თქვენს ხელშია, მადლობა მაყურებელს ყოველთვის ყველფრისთვის-თქვენ ხართ მთავარი, მადლობა Salome Sharvadze გადასარევი, შესაშური პარტნიორი და მეგობარი ხარ!

მადლობა ყველა ჩემს ადამიანს, ვინც კეთილ სურვილებს არასოდეს იშურებთ – ეს განსაზღვრავს ჩემს ნებისმიერ წარმატებას! მადლობა ჩემს უკეთილეს მეგობარს ბ.ბ-ს რომლიც ყოველთვის როცა მჭირდება ჩნდება ჩემს ცხოვრებაში იმედად! წინ დიდი გეგმებია, რომელიც გულშემატკივარებს ძალიან გაახარებს! და ისევ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და დაკვირვებას. თუ კეთილი ხარ და არავისი გშურს წარმატება გარდაუვალია! ზეგ, კვირას უყურეთ „იმედზე“ „ჩვენი ოჯახი“ ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე“, – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.

FACEBOOK კომენტარები