გაირკვა საშინელ ავარიაში დაღუპული ქართველი ემიგრანტის ვინაობა – „4 წელი არ ჰყავდა ნანახი შვილები, საქართველოში მიიჩქაროდა და ამ დროს მოხდა…“

03-08-2024
566
Aa

ცნობისთვის, დაღუპულები არიან 37 და 27 წლის კაცები და 34 წლის ლია შალამბერიძე.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ბრადანიკას სახელმწიფო გზაზე, ლაველოსა და სან ნიკოლა დი მელფის მონაკვეთზე, პოტენტინოს რაიონში მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა: ერთ-ერთში ქართველები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორეში 27 წლის კაცი, რომელიც წარმოშობით მატერადან იყო.

მედიის ინფორმაციით, ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მესამე დაშავებული – სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ.


FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული