საშინელება ხდება, მიწა გასკდა და ნაპრალი გაჩნდა, რა ხდება ამ წუთებში თბილისში ერთ-ერთი კორპუსის მშენებლობისას
მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის ქუჩების კვეთაზე, სადაც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია 16-სართულიან კორპუსს აშენებდა მიწა გასკდა და ნაპრალი გაჩნდა. როგორც ის წერს, კომპანიამ სამუშაოები უეცრად შეწყვიტა, რაც მაცხოვრებლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს და დრონით კადრები გადაიღეს, სადაც ნაპრალები გამოჩნდა:
“უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები, (როცა წვიმა და ქარი აღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რომ უკან ზიდავდნენ მიწას, როცა “კამაზებით” ეზიდებოდნენ გადასაყრელად… საეჭვოდ მივიჩნიეთ მაცხოვრებლებმა და დრონით გადავიღეთ ეს კადრები, რასაც დაურთავ… დავრეკეთ მერიის ცხელ ხაზზე, შევატყობინეთ ზედამხედველობას, მაგრამ რა იქნება, არ ვიცი, ჯერ არ მოსულან…” | წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში და ფოტოებს ავრცელებს
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული