„დიდი მადლობა...“ - ნახეთ, რა გრანდიოზული საჩუქარი მიიღო ლაშა ბექაურმა...
ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 24 წლის სპორტსმენმა ფინალში იაპონელი მურაო სანშირო დაამარცხა. ბექაურმა პარიზი 2024-ზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ტოკიოს და ახლა უკვე პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ნახევარფინალში სძლია ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს.
საქართველოში დაბრუნებულ ჩემპიონს, გრანდიოზული საჩუქარი ახალი კვადროციკლი დაახვედრეს.
ლაშა, საჩუქრისთვის მადლობას იხდის და პოსტს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული