„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 აგვისტოს 07:00-დან 09:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ზემო წეროვანი, მისაქციელი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში, წილკნის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 12:00-დან 19:00 საათამდე - ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტების ნაწილს სოფელ ცხვარიჭამიაში.
13:00-დან 15:00 საათამდე, ძაბვა შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, საშაბურო, ლაშარის ჯვარი, დბოდორნა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში.
ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული