სვანეთში დაღუპული 34 წლის ალპინისტის ვინაობა ცნობილია

12-08-2024
139
Aa

🎗️ მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ალპინისტი “ოქროს წერაყინის” მფლობელი არჩილ ბადრიაშვილია | ის 34 წლის იყო

🎗️ გავრცელებული ინფორმაციით, მთამსვლელი მწვერვალზე მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა. მასთან ერთად მყოფი კიდევ 3 მთამსვლელი შემთხვევის ადგილიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს

🎗️ არჩილ ბადრიაშვილი ალპინიზმის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი იყო. ის 2022 წელს “ოქროს წერაყინის” გამარჯვებული გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად გახდა. ქართველმა სპორტსმენებმა პრიზი პაკისტანის აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს.


FACEBOOK კომენტარები