სალომე ღვინიაშვილმა “პრაიმშოუ” დატოვა – რა მიზეზებზე ალაპარაკდა ტელეწამყვანი?
მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და გამომწერებს მიმართავს.
როგორც სალომე აღნიშნავს, ბევრი შეტყობინება მიიღო – რატომ დატოვა “პრაიმ შოუ”. ტელესახე ამბობს, რომ მას პირადი გეგმები აქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და არც პოლიტიკას:
“ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე “პრაიმშოუ” და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით.ზოგმა სხვა არხზე გამიშვა, ზოგმა პოლიტიკაში. პრაიმშოუსთან ერთად თითქმის 8 საინტერესო წელი გავატარე, ახლა კი სხვა პირადი გეგმები მაქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და მით უმეტეს არც პოლიტიკას”, – წერს ღვინიაშვილი.
მანამდე, სალომემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც გადაცემის გუნდს მადლობა გადაუხადა.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული