ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა – რა ინფორმაცია გახდა ცნობილი

12-09-2024
464
Aa

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა – რა ინფორმაცია გახდა ცნობილი

მოს­კოვ­ში ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი ნი­კო­ლაი სვა­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ გა­ზე­თი Московский комсомолец იტყო­ბი­ნე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ევა მერ­კა­ჩე­ვა.

სვა­ნი­ძე 69 წლის იყო. მე­დი­ის ცნო­ბით ბოლო წლებ­ში მძი­მედ და­ა­ვად­და, მას ცე­რებ­ლა­რუ­ლი დამ­ბლა და­ე­მარ­თა.
სვა­ნი­ძე რუ­სულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და.იყო სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნი. 2013 წლი­დან 2022 წლამ­დე მუ­შა­ობ­და რა­დი­ო­სად­გურ Серебряный дождь-ში, სა­დაც ასე­ვე უძღვე­ბო­და სა­ინ­ფორ­მა­ციო და ის­ტო­რი­ულ გა­და­ცე­მებს.

2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სვა­ნი­ძე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა საბ­ჭო­დან სხვა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­თან და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მათ ნაც­ვლად პუ­ტინ­მა საბ­ჭო­ში და­ა­მა­ტა ისი­ნი, ვინც უკ­რა­ი­ნა­ში ომის მომ­ხრე დღის წეს­რიგს უწყობ­და ხელს.

2022 წლის დე­კემ­ბერ­ში სვა­ნი­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს რუ­სე­თის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­ს­მე­დი­ის და რეკ­ლა­მის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, რო­მე­ლიც მას თორ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკა­ვა.

FACEBOOK კომენტარები