“ხალხო, არ შეცდეთ, არ წახვიდეთ, ამ კლინიკაში სასაკლაოა გახსნილი! მე-5 მსხვერპლია ჩემი შვილი”– გარდაცვლილის დედა განცხადებას ავრცელებს

17-06-2024
2 516
Aa

კუჭის ოპერაციის შემდგომ მომხდარი გართულებებით თურქეთში ქუთაისელი ქალბატონი თამარ კინწურია გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, მან ბარიატრიული ოპერაცია ქალაქ სამსუნის ერთ-ერთ კლინიკაში გაიკეთა. ოჯახი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე ექიმების დაუდევრობას შეეწირა.

გარდაცვლილი ქალის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შვილი კლინიკაში მოუკლეს.

“ჩემი შვილია, ემიგრანტი, კეთილი, პატიოსანი, მწერალი, ენით აუწერელი სიკეთის მატარებელი, ქველმოქმედების დამფუძნებელი. ყოველთვე 100 ევროს წირავდა და ჰყავდა ბევრი მიმდევარიც. ისინიც წირავდნენ, მაგრამ სახელი და გვარები არ ჟღერდებოდა. აი ასეთი კაცთმოყვარე, უკეთილშობილესი შვილი მომიკლეს თურქეთში, სამსუნის კლინიკაში. დამიღუპეს კარგი შვილი, კარგი დედა, კარგი ბებია და უძვირფასესი ადამიანი. ალბათ, კომენტარებსაც კითხულობთ… ხალხო, არ შეცდეთ, არ წახვიდეთ, ამ სამსუნის კლინიკაში სასაკლაოა გახსნილი. მე-5 მსხვერპლი ჩემი შვილია, რაც ჩვენ ვიცით. ფრთხილად, ადამიანებო. სწორი კვებით დაიკელით წონაში… ასე დაგვღუპა ჩემმა შვილმა. მას შეეძლო სწორი კვებით დაეკლო, მაგრამ…”, – წერს მომხდარით განადგურებული დედა.

წყარო: mix.metronome.ge

FACEBOOK კომენტარები