"ნახეთ, ვისი ქორწილია დღეს" - ქართველი ძიუდოისტები ეთერ ლიპარტელიანი და თემურ ნოზაძე დაქორწინდნენ
ქართველი ძიუდოისტი ქალი, ეთერ ლიპარტელიანი დაქორწინდა.
მისი რჩეული ასევე ძიუდოისტი, თემურ ნოზაძეა.
ინფორმაციას და კადრებს სოციალურ ქსელში წყვილის ახლობლები ავრცელებენ.
„ნახეთ ვისი ქორწილია დღეს, ჩვენი საამაყო ქართველების, ეთერ ლიპარტელიანის და თემო ნოზაძის“ – ნათქვამია ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში solomongraphy გაავრცელა
ეთერ ლიპარტელიანი
სულ ცოტა ხნის წინ ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. მან კარიერაში თავისი პირველი გრან სლემი მოიგო. ეთო არის ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (2019, მარაკეში, მაროკო; ვანტაა, ფინეთი, 57 კგ.).
თემურ ნოზაძე 26 წლის ქართველი ძიუდოისტია. გრანდ სლემი ბაქოს გამარჯვებული (2019, ბაქო, აზერბაიჯანი, 60 კგ), ჭაბუკებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული (2014, 50 კგ).
თემურ ნოზაძე
ქართველი სპორტსმენი (ძიუდო), გრანდ სლემი ბაქოს გამარჯვებული (2019, ბაქო, აზერბაიჯანი, 60 კგ), ჭაბუკებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული (2014, 50 კგ).