“ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა... ვიცი, რომ ჩემი შვილი ამ ყველაფერს ნახავს, ​​როცა გაიზრდება" - ხვიჩა კვარაცხელია

09-10-2024
145
Aa

ხვიჩა კვარაცხელიამ „ფიფას“ ოფიციალურ საიტთან მიცემულ ინტერვიუში მამობასთან და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით ისაუბრა:

"ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად მამობის დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ჩემი ვაჟის დაბადებამ დიდი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველი დღე უფრო ბედნიერია და ვიმედოვნებ, ყველას ექნება ამ ბედნიერების განცდის შესაძლებლობა საკუთარ ცხოვრებაში.

უფრო მეტად მოტივირებულად ვგრძნობ თავს. უფრო მეტ მუშაობას იწყებ, რადგან იცის, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, შენი შვილისთვისაა. ვიცი, როცა გაიზრდება, ამ ყველაფერს ნახავს და ეს მაბედნიერებს, ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ეს ემოციები უფრო ძლიერს მხდის. ვცდილობ, მათ თავი მოედანზე მოვუყარო და ამიტომაც ვუძღვნი გატანილ გოლებს ჩემს შვილს, რომ როცა გაიზრდება, ნახოს. იმედი მაქვს, რომ ისიც ფეხბურთელი იქნება…" - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ

FACEBOOK კომენტარები