"ყველანი შოკირებულები ვართ..." - გარდაიცვალა საქართველოს საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი
საქართველოს საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ქუმარიტაშვილი გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, ქუმარიტაშვილი მძიმე სენს ებრძოდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
"დიდი მწუხარებით გაცნობებთ საქართველოს საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებას.
ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ დიდ დანაკარგს..." - აღნიშნულია საქართველოს საციგაო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციაში.
ვლადიმერ ქუმარიტაშვილის გარდაიცვალებას საციგაო სპორტული საერთაშორისო ფედერაციის (FIL) პრეზიდენტი ეინარს ფოგელისიც ეხმაურება:
"ყველანი შოკირებულები ვართ... დაე, მშვიდად განისვენოს შესანიშნავმა და პოზიტიურმა ადამიანმა. ყოველთვის პატივს მივაგებთ მის ხსოვნას".
ცნობისთვის, ვლადიმერ ქუმარიტაშვილის მამა ფელიქს ქუმარიტაშვილი 2020 წელს, ლატვიაში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ფელიქს ქუმარიტაშვილი იმ დროისთვის საქართველოს საციგაო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა. ფელიქს ქუმარიტაშვილი 2010 წელს, ვანკუვერნის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული მოციგურავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძა და მწვრთნელი იყო.