“წაგებას მხოლოდ მოედანს ვერ დავაბრალებთ“ – ოთარ კაკაბაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, ოთარ კაკაბაძემ უკრაინასთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და მატჩი შეაფასა.
“სამწუხაროა, რომ ცუდმა მოედანმა ფეხბურთის თამაშში ჩვენ უფრო შეგვიშალა ხელი, ვიდრე მეტოქეს, მაგრამ ამ წაგებას მხოლოდ მოედანს ვერ დავაბრალებთ – რა თქმა უნდა, შეცდომებიც დავუშვით. მეტოქეს ჩვენზე უკეთესად არ უთამაშია და მატჩის ბედი მხოლოდ ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა.
გვქონდა რამდენიმე შანსი გოლის გატანის, თუმცა, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ დავმარცხდით. გულშემატკივრების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ, მაგრამ დღეს ისინი ვერ გავახარეთ და ამისთვის ბოდიშს ვუხდით. 3 დღეში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს ალბანეთთან სახლში და ვეცდებით, რომ დღევანდელი წაგება დავივიწყოთ“, – აღნიშნა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის ფარგლებში საქართველო უკრაინასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები 14 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე ალბანეთს უმასპინძლებს