იმათ უფრო ცოტა მომენტი ჰქონდათ, თუმცა მათი გამოყენება ჩვენზე კარგად შეძლეს. თავად მე გოლის გატანა ორჯერ შემეძლო. პირველი ეპიზოდი, რომელიც მე-5 წუთისთვის იყო, იქ რომ გოლი გამეტანა, საერთოდ სხვა თამაში წავიდოდა..

15-10-2024
123
Aa

"მაქსიმალურად ვეცადეთ რომ დავალებები შეგვესრულებინა. დაგვაკლდა მომენტების რეალიზება. პირადად მე კარგი ორი მომენტი მქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენე. ალბათ, პირველ წუთებზე რომ მქონდა მომენტი, იქ რომ შევარდნილიყო, სხვანაირი თამაში იქნებოდა და უფრო დიდი უპირატესობა გვექნებოდა. მათ მცირე მომენტები ჰქონდათ, რომელიც ერთ გარდასახეს გოლში და ამის ხარჯზე დავმარცხდით სამწუხაროდ. გვსურდა, რომ სახლში, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება მოგვეპოვებინა, თუმცა, ფეხბურთია - სულ ვერ მოვიგებთ. მადლობა გულშემატკივრებს პირველ რიგში, 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ და ვეცდებით, რომ  დარჩენილ ორ თამაშში, ნოემბერს თვეში მდგომარეობას გამოვასწორებთ" | თქვა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ გამოცემა LaGazzeta-სთან.

FACEBOOK კომენტარები