შეთანხმება შედგა, კვარა ნაპოლიში რჩება - ხელფასის პირობები ცნობილი ხდება

24-10-2024
4 731
Aa

„ნაპოლისთან“ დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო რადიო Goal Napoli-სთან კვარაცხელიასთან ხელშეკრულების განახლების დელიკატურ ისტორიაზე საუბრობს.

„აშკარაა, რომ კვარაცხელია ახლანდელზე მაღალ ხელფასს იმსახურებს. „ნაპოლიში“ შეცდომით მიაჩნიათ, რომ სიტყვიერ შეთანხმებას იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ხელმოწერილ კონტრაქტს. როცა კვარაცხელიამ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ფინანსებზე ხუთ წუთში შეთანხმდნენ. ჯუღელმა და დე ლაურენტისმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და განაცხადეს, რომ მოლაპარაკების გასაგრძელებლად მომავალ წელს შეხვდებოდნენ, მაგრამ „ნაპოლი“ გონს მხოლოდ ახლა მოვიდა. ქართველ ფეხბურთელს სთავაზობენ იმ პირობებს, რასაც ფეხბურთელი იმსახურებს.

ჩემი ინფორმაციით, დღევანდელი შეთავაზება წელიწადში ექვსი მილიონი ევროა ბონუსებით, ამ პირობებზე შეთანხმება კი ადვილად მისაღწევია. ანუ, მთლიანობაში, კვარაცხელია წელიწადში ექვს მილიონ ევროს ბევრად გადააჭარბებს. გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს, მაგრამ კლუბს და მოთამაშის გარემოცვას ოპერაციის წარმატებით დასრულების იმედი აქვთ“, – ამტკიცებს კარლო ალვინო.

FACEBOOK კომენტარები