“ამხელა თანხა ჯერ არცერთ ქართველს მიუღია..” – რამდენი გამოიმუშავა ილია თოფურიამ მაქს ჰოლოვეის დამარცხებით

27-10-2024
686
Aa

ილია თოფურიას საბაზისო ხელფასი 750 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო მაქს ჰოლოვეის საბაზისო ხელფასი 500 ათას დოლარს უტოლდება- ინფორმაციას SportsCasting ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აბუ დაბიში, UFC 308-ზე ორთაბრძოლაში თოფურიამ ჰოლოვეის დამარცხებითა და საჩემპიონო ქამრის დაცვით ჯამში ბონუსების ჩათვლით შესაძლოა, 750 ათასი დოლარიდან 2 მილიონ დოლარამდე გამოიმუშაოს.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 

მანამდე თოფურიამ ყველაზე მეტი თანხა კარიერის განმავლობაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით გამოიმუშავა. უფრო კონკრეტულად, მაშინ თოფურიას მიერ მიღებულმა თანხამ 532 ათასი დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლაში თოფურიასა და ჰოლოვეის შორის ბრძოლა ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ეს მისთვის რიგით მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოლოვეის დამარცხებით მან UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.


FACEBOOK კომენტარები