სასიხარულო ამბავი - გრანდები საქმეში არიან, სად შეიძლება გადავიდეს საბა გოგლიჩიძე
სერია ა-ს გასულ ტურში "ემპოლისა" და "პარმას" შორის გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
საბა გოგლიჩიძემ შეხვედრა სრულად ითამაშა.
იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირკა წერს, რომ ზემოთ აღნიშნულ მატჩს "მილანის", "იუვენტუსისა" და "ინტერის" სკაუტები დაესწრნენ.
მისი თქმით, ისინი ქართველ მცველს აკვირდებოდნენ.
როგორც ჩანს, საბას კარგ თამაშს იტალიაში ყველა აკვირდება და მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე "ემპოლის" მისი შენარჩუნება გაუჭირდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული