პორტუგალიის მწვრთნელი ამბობს, რომ საქართველოსთან შემადგენლობას შეცვლის

23-06-2024
1 221
Aa

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ამბობს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობას შეცვლის. მარტინესის გუნდმა გუშინ 3-0 დაამარცა თურქეთი და მერვედფინალის საგზური ჯგუფში პირველი ადგილით მოიპოვა.

რადგან გამარჯვებამ უზრუნველყო პორტუგალიის გასვლა ჯგუფიდან, მარტინესმა თქვა, რომ ის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში, საქართველოს წინააღმდეგ, მოთამაშეებს შეცვლის. 

"პირველი ადგილის უზრუნველყოფა კარგია, იმიტომ, რომ გასახდელში ბევრი მოთამაშეა, რომლებიც იმსახურებენ თამაშს და ჩვენ უნდა მივცეთ მათ საშუალება, აჩვენონ ის, რაც აქვთ და გუნდში შევიქმნათ კონკურენტული გარემო ტურნირის განმავლობაში", - თქვა მარტინესმა.

FACEBOOK კომენტარები