“შეხვედრა ვერ ჩატარდა” – რა ხდება სტადიონზე, სადაც საქართველოს ნაკრებმა უნდა ითამაშოს?
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები 16-19 ნოემბერს ელოდება. დასკვნითი ტური ჩატარდება ჩეხეთში, ოლომოუცში, სადაც ჩვენი ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე გულშემატკივრების მთავარი ინტერესის საგანი მოედნის საფარის მდგომარეობაა, რადგან წინა მატჩში, უკრაინასთან პოლონეთში, მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო, რამაც თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად შეაფერხა.
აღსანიშნავია, რომ “ანდრუვ სტადიონზე,” სადაც ჩეხეთის ეროვნული გუნდი მასპინძლობს მატჩს, უამინდობის გამო, ადგილობრივი “სიგმას” მატჩი “სლოვაცკოს” წინააღმდეგ ვერ ჩატარდა. მიზეზი ძლიერი ნისლი იყო, რის გამოც თამაშის ჩატარება შეუძლებელი გახდა. ოლომოუცის კლუბის ოფიციალური გვერდმა აღნიშნა: “ამინდი ისევ “ალაპარაკდა”. უამინდობის გამო თამაში შეუძლებელი იყო და მსაჯის გადაწყვეტილებას დავთანხმდით.”
გარდა ამისა, ოლომოუცში ფიქსირდება დაბალი ტემპერატურა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პირობებს და იწვევს დამატებით კითხვებს მოედნის მდგომარეობის შესახებ.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ნაკრების გადამწყვეტი მატჩის წინ ამინდის პირობები გაუმჯობესდება და მოედნის საფარი სათამაშოდ მისაღები იქნება