ვილი სანიოლმა აღიარა რატომ არ ათამაშებს ბუდუ ზივზივაძეს – საქართველოს ნაკრების მწვრთნელი დუმილს არღვევს

23-06-2024
83 594
Aa

ნაკრების მწრთვნელმა ვილი სანიოლმა შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროს :“რაც შეეხება ბუდუს, არ მგონია ეს შეკითხვა რელევანტური. მან შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს. მიქაუტაძე ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებს. გუნდში კონკურენციაა და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპონენტებს ვაკვირდებით და ჩეხეთის შესახებ ბევრი ვიცით. მათ თამაშებს განვიხილავთ და ყველა სუსტი, თუ ძლიერი მხარე კარგად ვიცით. ყოველთვის ვიძახი, რომ მთავარი ჩვენი შემართებაა და არა მეტოქის თამაში.”

FACEBOOK კომენტარები