გაირკვა, რატომ ვერ თანხმდებიან 'ნაპოლი' და კვარა: ხელფასი არაა მიზეზი გაირკვა, რატომ ვერ თანხმდებიან 'ნაპოლი' და კვარა: ხელფასი არაა მიზეზი » დროული ინფორმაცია გაირკვა, რატომ ვერ თანხმდებიან 'ნაპოლი' და კვარა: ხელფასი არაა მიზეზი

გაირკვა, რატომ ვერ თანხმდებიან 'ნაპოლი' და კვარა: ხელფასი არაა მიზეზი

27-11-2024
2 080
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლი" აქტიურად ცდილობს ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებას უკვე რამდენიმე თვეა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები ვერ თანხმდებიან ხელფასის საკითხზე. ფეხბურთელის მხარე ითხოვს 8 მილიონ ევროს წელიწადში, ხოლო კლუბი სთავაზობს 6 მილიონ ევროს.


იტალიური გამოცემა, "La Gazetta dello Sport" წერს, რომ ფეხბურთელის მხარე მზადაა ამ ხელფასზე, თუმცა შეთანხმების მიზეზი სხვა საკითხში მდგომარეობს. წყაროს ინფორმაციით, მხარეები ვერ თანხმდებიან გამოსასყიდი თანხის შესახებ. კვარაცხელიას წარმომადგენლები ითხოვენ, რომ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იყოს, ხოლო "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, 100 მილიონ ევროს ითხოვს

FACEBOOK კომენტარები