საქართველოს ვარსკვლავი – გიორგი მამარდაშვილი კიდევ ერთ დიდ აღიარებას უახლოვდება
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" 24 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, დაუვიწყარ სეზონს გადის, რაც მისი მაღალი კლასისა და დაუღალავი შრომის დასტურია.
გიორგიმ თავი განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე, სადაც ყველაზე მეტი სეივი შეასრულა და გულშემატკივრებისთვის ნამდვილი გმირი გახდა. მისი სათამაშო სტილი, რეაქციები და მტკიცე ნერვები მსოფლიო ფეხბურთში უკვე აღიარებულია.
FIFA წლის საუკეთესო გუნდს ავლენს და მეკარის პოზიციაზე ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ გიორგი მამარდაშვილია. მისი კონკურენტები არიან მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული მეკარეები: ედერსონი ("მანჩესტერ სიტი"), იასინ ბონო ("ალ ჰილალი"), ანდრეი ლუნინი ("რეალი"), ემილიანო მარტინესი ("ასტონ ვილა"), დავიდ რაია ("არსენალი"), ჯანლუიჯი დონარუმა ("პსჟ"), მაიკ მენიო ("მილანი"), იან ზომერი ("ინტერი"), უნაი სიმონი ("ატლეტიკი") და რონვენ უილიამსი ("მამელოდი სანდაუნსი").
გიორგის ამ დონეზე მოხვედრა ქართველი ფეხბურთელების დიდი მიღწევაა და კიდევ ერთი ნაბიჯია მის საერთაშორისო აღიარებისკენ.