ვიხილავთ თუ არა ბუდუს სტადიონზე დღეს – UEFA სიას აქვეყნებს

26-06-2024
2 267
Aa

სულ რამდენიმე წუთის წინ UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა საქართველო-პორტუგალიის მატჩისთვის ორივე გუნდის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები.

საქართველოს სასტარტო სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:

კარში – გიორგი მამარდაშვილი

დაცვის ხაზი – შენგელია, დვალი, კაშია, კვირკველია, გოჩოლეიშვილი

ნახევარდაცვა – კიტეიშილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე

თავდასხმის ხაზი – კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე

რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობას, უკვე ცნობილია, რომ მასში იქნება კრიშტიანუ რონალდუ.

გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია. გერმანია, თბილისის დროით 23:00 საათი – მთელი ქვეყნა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივოდ ემზადება. მეტოქე პორტუგალიაა, ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი, რა თქმა უნდა, აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს საღამოს საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები უნდა დაამრაცხოს. ნებისმიერი სხვა ვარიანტი ჩვენს ნაკრებს ჯგუფში ჩატოვებს.

FACEBOOK კომენტარები