4 შვილის მამა, ყოფილი წარმატებული ფეხბურთელი და კიდევ უფრო წარმატებული მწვრთნელი - ვილი სანიოლზე ეს დღემდე არავინ იცოდა

27-06-2024
660
Aa

დღეს ფეხბურთი მთავარი თემაა ალბათ ყველასთვის. საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ფეხბურთელებთან ერთად, რასაკვირველია მწვრთნელია. ფრანგი ვილი სანიოლი 2021 წლიდან წვრთნის საქართველოს ნაკრებს და მართლაც დიდ წარმატებებს მიაღწია.

ვილი დევიდ ფრედერიკ სანიოლი 1977 წლის 18 მარტს არის დაბადებული საფრანგეთის ქლაქ სენ-ეტიენში. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო 1995 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, მის მშობლიურ „სენტ-ეტიენში“ დაიწყო. 1997-2000 წლებში თამაშობდა ფრანგულ კლუბ „მონაკოში“. კარიერის უმეტესი წლები გაატარა გერმანულ კლუბ „ბაიერნში“ (2000-2009).

მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2000 წლის 15 ნოემბერს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, სადაც საფრანგეთმა თურქეთის ნაკრებს 4-0 სძლია. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 2002, ევროპის 2004, მსოფლიოს 2006 და ევროპის 2008 წლის ჩემპიონატებში. განსაკუთრებულად მეგობრობდა იმ წლებიდან ცნობილ ფრანგ ფეხბურთელ ზინედინ ზიდანთან.

კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები