საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს გოლი გაუტანა
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს გოლი გაუტანა. შეხვედრა გერმანიაში, ქალაქ კიოლნში მიმდინარეობს.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული