ცნობილია, როდის ბრუნდება საქართველოს ნაკრები სამშობლოში – მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქომაგებისთვის

01-07-2024
296
Aa

საქართველოს ნაკრების თვითმფრინავი თბილისში 2 ივლისს, დილით 7:30 საათზე ჩამოფრინდება.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცნობისთვის, 30 ივნისს “ევრო 2024″–ის 1/8 ფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდა. მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ ანგარიშით, 4:1 დასრულდა, შედეგად საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

ინფორმაციითვის, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ეროვნულმა ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა, რითიც F ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

FACEBOOK კომენტარები