გიორგი გველესიანის ორი ქორწინება, სამი შვილი და ბრწყინვალე კარიერა - გაიცანით ეროვნული ნაკრების ახალი ვარსკვლავი, გიორგი გველესიანი
გიორგი გველესიანი ბოლო დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ ვარსკვლავად იქცა. პორტუგალიის წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
გიორგი გველესიანის კარიერა
გიორგი გველესიანი ქართველი ფეხბურთელი, თეირანის „პერსეპოლისის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია. გიორგი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მისი დებიუტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის გათამაშების ფარგლებში „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 2010 წლის პირველ დეკემბერს შედგა. გიორგი შეხვედრის 70-ე წუთიდან კამერუნელი ლეგიონერის, დონალდ ჯუსეს ნაცვლად ჩაერთო თამაშში, რომელიც „დინამომ“ 2–0 მოიგო
ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გიორგი გველესიანმა 2013 წლის 19 აპრილს, სტუმრად გამართულ მე-6 ტურის შეხვედრაში ზუგდიდის „დინამოს“ გაუტანა. მატჩის 22-ე წუთზე მან გიორგი შაშიაშვილი შეცვალა, ხოლო მე-60 წუთზე ზუგდიდელთა კარი აიღო. საბოლოოდ, თბილისელებმა შეხვედრა 2–0 მოიგეს.
სულ „დინამოს“ შემადგენლობაში 81 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. „დინამოს“ რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი და ორჯერ საქართველოს სუპერთასის მფლობელი.
ირანში პირველად 2017 წელს, თბილისის „დინამოდან“ გადავიდა, სადაც თავიდან „ზობ აჰანის“ რიგებში დაიწყო თამაში. საერთო ჯამში, „ზობ აჰანის“ შემადგენლობაში 2017–2018 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ირანის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
„ნასაჯი მაზანდარანის“ შემადგენლობაში 2018–2019 წლების სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო. „სეპაჰანის“ რიგებში 2019–2022 წლებში თამაშობდა, რომელთან ერთადაც 2020–21 წლების სეზონში ირანის ვიცეჩემპიონობა მოიპოვა.