შეთანხმება შედგა: რა თანხა შესთავაზა კვარაცხელიას „ნაპოლის“ პრეზიდენტმა ხელფასის სახით

06-07-2024
13 543
Aa

ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სიახლეებია. ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.

„ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტების გაფორმების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, მაგრამ აღარ არის ის დიდი დაძაბულობა, რაც აგენტების სიტყვებმა გამოიწვია. უახლოეს დღეებში „ნაპოლი“ დი ლორენცოს დარჩენის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავდა, მაგრამ მოლაპარაკებები შეფერხდა. რაც შეეხება ხვიჩას მომავალს, ქართველი თავდამსხმელის ნეაპოლში დარჩენა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

კვარაცხელიას კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება კიდევ სამი წლით აკავშირებს, ამიტომ კლუბი თავს დაცულად გრძნობს. თუმცა, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა ხვიჩასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებას ცდილობს, რასაც ქართველი ფეხბურთელიც მიესალმება“, – იტყობინება Sky Sports-ის რედაქცია.

„კორიერე დელო სპორტი“ კი ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ხელფასის მნიშვნელოვნად მომატება შესთავაზა.

„ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. ის ამჟამად 1,8 მილიონს გამოიმუშავებს, დე ლაურენტისი ხუთ მილიონს სთავაზობს, ბონუსების დამატებით კი ეს თანხა ჯამში დაახლოებით შვიდ მილიონი იქნება. მოთამაშის აგენტის, მამუკა ჯუღელის თხოვნით, კონტრაქტში განთავისუფლების პუნქტის ჩართვის შესაძლებლობასაც განიხილავენ. „ნაპოლის“ სურს, საკითხი რაც შეიძლება მალე გადაწყდეს“.

FACEBOOK კომენტარები