დარჩება თუ არა გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში - ქართველი მეკარის პასუხი
საქართველოს ნაკრების მეკარე, ევრო 2024-ის ერთ-ერთი გმირი გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში დაბრუნდა, სადაც მას ბევრი ჟურნალისტი დახვდა. ყველას აინტერესებდა, დარჩება გიორგი „ვალენსიაში“ თუ კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.
მას ტელეკომპანია El Chiringuito-ს ჟურნალისტი ესაუბრა, რომელთანაც 23 წლის ქართველმა მეკარემ თქვა, რომ ჯერ არ იცის, დარჩება თუ არა კლუბში.
„ახლა გუნდთან ერთად მოსამზადებლად მივდივარ. თამაში მსურს, თუმცა სად ვიქნები, ეს ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა მამარდაშვილმა.
2024/25 წლის სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ქართველი მეკარის გუნდი 31 ივლისს გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ შეხვდება.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული