“უცებ დავიწერე ჯვარი „ადიდასის“ სპორტულებში”- ეს ულამაზესი გოგო ტატო გრიგალაშვილის მეუღლეა

31-07-2024
547
Aa

ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი სამჯერ გახდა და ახლა წარმატებას ოლიმპიადაზე მიაღწია.

მან დღეს ფინალში იაპონელ მეტოქესთან ბრძოლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

წარმატებული კარიერის პარალელურად, ცნობილია, რომ მას მეუღლე და შვილი ჰყავს.

მისი მეორე ნახევარი თაკო გოგოლაძეა. წყვილმა სამი წლის წინ დაიწერა ჯვარი და ერთ შვილს ზრდის.

„გიჟური ისტორიის მთავარი გიჟობა – უცებ დავიწერე ჯვარი „ადიდასის“ სპორტულებში – 11:08:2020. ჩვენს შორის ღმერთმა გაიარა“ – თქვა თაკო გოგოლაძემ.

ტატო სოციალურ ქსელში საჯარო პოსტებს ხშირად წერს და მეუღლეს სიყვარულს უხსნის. ცოტა ხნის წინ უმშვენიერესი მეორე ნახევრის ფოტო გამოაქვეყნა, რასაც მარინა ლეკიშვილის ცნობილი სიმღერიდან „რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს“ ცნობილი ფრაზა დაუთმო:

„გავა დრო და მოვუყვებით შვილებს, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს ❤️ ყველაზე მეტად მიყვარხარ, ჩემო ადამიანო.“ – დაწერა ტატომ.

FACEBOOK კომენტარები