ცნობილია თარიღი, როცა ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დასაცავად იბრძოლებს
UFC-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს 26 ოქტომბერს დაიცავს.
ქართველი მებრძოლის მეტოქე ამერიკელი მაქს ჰოლოუეი იქნება, რომელიც წარსულში ამავე წონის ჩემპიონის ტიტულს უკვე ფლობდა.
32 წლის ამერიკელ მებრძოლს 33 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 26 მოიგო. ილია თოფურიას ანგარიშზე კი 15 ბრძოლა და 15 გამარჯვებაა.
თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი აბუ დაბიში ჩატარდება.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული