ახლაც ჟრუანტელი მივლის, ცრემლები მადგება თვალზე იმდენად დიდი ადამიანია ის ჩემთვის - ვისზე საუბრობს ლაშა ბექაური

10-08-2024
336
Aa

მთავარია ამ ცხოვრებაში, რომ სანამ ვართ, ვიყოთ სიყვარულით და გამოვადგეთ ჩვენს სამშობლოს, - ამის შესახებ ქართველმა ძიუდოისტმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სურს, რომ მომავალი თაობებისთვის თავადაც სამაგალითო იყოს.

„ამ შეჯიბრზე დამატებითი მოტივაცია მქონდა ანწუხელიძე, იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭმა ამხელა რაღაც შეძლო და ამხელაზე გაითავისა სამშობლოს სიყვარული. ახლაც ჟრუანტელი მივლის, ცრემლები მადგება თვალზე იმდენად დიდი ადამიანია ის ჩემთვის.

ამ მოტივით ვარ, რომ შემდეგი თაობისთვის ვიყო ისეთი მაგალითი, რომლის მაგალითზეც გაიზრდებიან ძალიან დიდი ადამიანები“, - აღნიშნა ლაშა ბექაურმა.

FACEBOOK კომენტარები