„უკვე კარგად ვარ... მეკარე წელში მუხლით დამეჯახა“ - ბუდუ ზივზივაძე „უკვე კარგად ვარ... მეკარე წელში მუხლით დამეჯახა“ - ბუდუ ზივზივაძე » დროული ინფორმაცია „უკვე კარგად ვარ... მეკარე წელში მუხლით დამეჯახა“ - ბუდუ ზივზივაძე

„უკვე კარგად ვარ... მეკარე წელში მუხლით დამეჯახა“ - ბუდუ ზივზივაძე

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
16-08-2024
487
Aa

გუშინ საღამოს გერმანული მედია ბუდუ ზივზივაძის შესაძლო ტრავმაზე წერდა

„ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“, – წერია bnn.de-ის გავრცელებულ ცნობაში.

საბედნიეროდ, გაირკვა, რომ ქართველ ფორვარდს სერიოზული ტრავმა არ მიუღია.

„გუშინ ვარჯიშზე, მეკარე წელში მუხლით დამეჯახა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, დღეს უკვე კარგად ვარ და ახლა ვარჯიშზე გავდივარ,” - უთხრა ბუდუმ ქართულ სპორტულ გამოცემას.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული