"სწორედ აქ არის ქართველების მთავარი ძალა" - რა თქვა ალბანეთის მწვრთნელმა

09-09-2024
4 057
Aa

გუშინდელ ერთა ლიგის შეხვედრაში საქართველომ ჩეხეთს უმასპინძლა და სტუმარ გუნდს მუსრი გაავლო. მეტოქის 4:1 განადგურების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ქვეჯგუფს სათავეში ჩაუდგა და მზადება ალბანელებისთვის დაიწყო.

თავის მხრივ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ალბანეთმაც, რომელმაც უკრაინას გასვლაზე (მატჩი ჩეხეთში ჩატარდა) 1:2 მოუგო. ამ მომენტისთვის ჩვენ და ალბანელებს 3-3 ქულა გვაქვს, ჩეხებს და უკრაინელებს კი 0-0.

საქართველო ალბანეთს ზეგ, 10 სექტემბერს ესტუმრება, ჩვენზე კი კომენტარი ამავე ნაკრების დამრიგებელმა, ბრაზილიელმა სილვინიომ გააკეთა.

ქართველებთან საკმაოდ მძიმე შეხვედრას მოველით. ვილი სანიოლმა კარგად დააორგანიზა ნაკრები. ისინი ბევრს დარბიან, შესაბამისად, თვალშისაცემია მათი ფიზიკურო მზადყოფნა.
გარდა ფიზიკური ფორმისა, ჩვენს მომავალ მეტოქეს არც ტექნიკური ფეხბურთის თამაშში უჭირს. საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია და მათთან რთული თამაში გველის.

- თქვა სილვინიომ.


ცნობისთვის, საქართველო და ალბანეთი ისტორიაში აქამდე 15-ჯერ შეხვედრილან, საიდანაც ქართველებმა 8-ჯერ, ალბანელებმა კი მხოლოდ 3-ჯერ მოიგეს.

FACEBOOK კომენტარები