"ეს ყველაფერი მათზე მეტყველებს ცუდად" - გურამ კაშიას მოულოდნელი კომენტარი

11-09-2024
329
Aa

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.

შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს ჰიმნს ადგილობრივი გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ, რაზეც კომენტარი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გააკეთა.

"ეს ყველაფერი უფრო ალბანეთზე მეტყველებს ცუდად, რა თქმა უნდა არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ცოტათი მუხტიც კი მოგვცა მათმა სტვენამ. ნამდვილად ცუდი ჟესტი იყო, საქართველოს ნაკრები ამას არ იმსახურებდა - არ ვიცი რატომ გააკეთეს ეს, მაგრამ ეს უფრო იმათზე მეტყველებს და არა ჩვენზე..", - განაცხადა კაშიამ.

FACEBOOK კომენტარები