ყველაფერი გაირკვა - რამდენად მძიმეა ხვიჩა კვარაცხელიას ფეხის ტრავმა

12-09-2024
821
Aa

ხვიჩა კვარაცხელია ვილი სანიოლმა ალბანეთთან 15-20 წუთით ადრე შეცვალა, რაც თავიდან ოდნავ უცნაური იყო, თუმცა შემდგე ყველაფერი გაირკვა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვილიმ თქვა, რომ კვარამ პირველ ნახევარში ფეხის ტრავმა მიიღო, დარჩენილი დროის განმავლობაში კი ტკივილებით თამაშობდა, რის გამოც სანიოლმა ხვიჩას მატჩი ბოლომდე არ ჩაამთავრებინა.

სულ ახლახანს დაიწერა, რომ კვარა ნეაპოლელმა ექიმებმა გასინჯეს და დადგინდა, რომ ქართველს სერიოზული არაფერი სჭირს, რის გამოც ხვიჩა კალიარისთან მწყობრში იქნება და ჩვეულებრივ ითამაშებს.

FACEBOOK კომენტარები