ქართველების 5 გამორჩეული მატჩი, რომელიც ამ შაბათ-კვირას გელით

13-09-2024
115
Aa

საფეხბურთო სამყაროში სანაკრებო პაუზა დასრულდა და ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ.

საქართველოს ნაკრებმა თავისი ორივე მატჩი მოიგო და ერთა ლიგის ჯგუფში გალიდერდა, რითაც გულშემატკივარი ძალიან გაახარა.

ვინაიდან და რადგანაც, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ქართველ ხალხში განსაკუთრებული ინტერესია, გთავაზობთ ლეგიონერების 5 გამორჩეულ თამაშს მომავალ სათამაშო დღეებში:

1. "ნაპოლი" - "კალიარი" 15 სექტემბერს 20:00 სააათზე - ხვიჩა კვარაცხელია ნაკრებს კარგ ფორმაში შეურთდა და კლუბს ასეთივე ფორმაში უბრუნდება. საინტერესოა როგორ ითამაშებს კვარა სერია ა-ს მე-4 ტურში.

2. "ლევანტე" - "ელდენსე" 14 სექტემბერს 18:15 საათზე - გიორგი ქოჩორაშვილმა თავი 2 მატჩში გატანილი ორი ულამაზესი გოლითა და კარგი თამაშით დაგვამახსოვრა. ახლა გიორგი იგივეს გაკეთებას ლა ლიგა 2-ში ეცდება.

3. "ლიონი" - "ლენსი" 15 სექტემბერს 22:45 საათზე - გიორგი მიქაუტაძემ ახალ კლუბში რთული სტარტის შემდეგ ნაკრებში ჩეხეთს გაუტანა და ორივე მატჩი ითამაშა. იმედია ჟორჟ ამჯერად "ლიონში" შეძლებს საყვარელი საქმის გაკეთებას.

4. "ვოტფორდი" - "ქოვენთრი" 14 სექტემბერს 18:00 საათზე - გიორგი ჩაკვეტაძემ ორივე სანაკრებო მატჩში უბრალოდ იფრინა. მისი მატჩი კლუბში აუცილებლად მოსანიშნია.

5. "კარლსრუე" - "შალკე" 13 სექტემბერი 20:30 საათზე - ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში, მიუხედავად კლუბში წარმტებული სეზონის სტარტისა, დიდი დრო არ მისცემია. საინტერესოა თუ როგორ ითამაშებს ბუდუ კლუბში, ამჯერად დიდი დროით.

FACEBOOK კომენტარები