სკანდალი უკრაინის ნაკრებში – რა ხდება მეტოქე გუნდის რიგებში?

13-09-2024
3 497
Aa

ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას უკრაინის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელიც საკმაოდ ცუდ ფორმაშია.

უკრაინელი ჟურნალისტი მიხაილ სპივაკოვსი ამის შესახებ ინფორმაციას ავრეცლებს:

“მე და კიდევ სხვებმაც ვიცით ერთი ამბავი, რომელიც კარგ გუნდში არ უნდა ხდებოდეს. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ უკრაინა რუმინეთთან 3:0-ს წააგებდა, წინა ღამით ერთი
ფეხბურთელი უბრალოდ ადგა და ნაკრები დატოვა, ღამე კი საკუთარ სახლში გაატარა..

ბევრ სხვა ნაკრებში ეს ამბავი დიდ სკანდალს გამოიწვევდა, თუმცა სკანდალი კი არა, ის ძირითად შემადგენლობაში დააყენეს!”- ამბობს სპივაკოვსკი.

FACEBOOK კომენტარები