მიჩქმალული სკანდალი - რა ხდება საქართველოს მეტოქე უკრაინის ნაკრებში

13-09-2024
4 116
Aa

ერთა ლიგაზე საქართველოს მომდევნო მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება, რომელიც საკმაოდ ცუდ ფორმაშია და თამაშს თამაშზე აგებს.

აი, რას ამბობს ამ გუნდზე უკრაინელი ჟურნალისტი, მიხაილ სპივაკოვსკი:

მე და კიდევ სხვებმაც ვიცით ერთი ამბავი, რომელიც კარგ გუნდში არ უნდა ხდებოდეს. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ უკრაინა რუმინეთთან 3:0-ს წააგებდა, წინა ღამით ერთი ფეხბურთელი უბრალოდ ადგა და ნაკრები დატოვა, ღამე კი საკუთარ სახლში გაატარა..
ბევრ სხვა ნაკრებში ეს ამბავი დიდ სკანდალს გამოიწვევდა, თუმცა სკანდალი კი არა, ის ძირითად შემადგენლობაში დააყენეს!

- ამბობს სპივაკოვსკი.

FACEBOOK კომენტარები