ყველაფერი გაირკვა - წამოვიდა თუ გამოუშვეს ქეცბაია კვიპროსის ნაკრებიდან
რამდენიმე საათის წინ, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
როგორც შემდეგში გაირკვა, ქეცბაიას საუბარი კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ჰქონდა, რის შემდეგაც თემური დარწმუნდა, რომ კვიპროსული ფეხბურთის განვითარებისთვის საკუთარი კანდიდატურა აქტუალური აღარ იქნებოდა.
შევხვდით ერთმანეთს და ბოლო ორი მატჩი განვიხილეთ, თემურ ქეცბაიამ კი თქვა, რომ ნაკრები ცვლილებების აუცილებლობის ქვეშ დგას. ზუსტად ვიცით, რომ ის თავის პროფესიონალიზმსა და სიყვარულს გამოავლენს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ბატონმა ქეცბაიამ და ვერც ფედერაციამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, რის გამოც მას ვემშვიდობებით და მადლობას ვუხდით გაწეული სამუშაოსთვის.
- წერია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ქეცბაიამ კვიპროსი 2 წლის წინ, 2022 წელს ჩაიბარა, მას შემდეგ კი გამართულ 20 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 5-ის მოგება შეძლო.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული