4 წლის ბავშვი მოიყვანეს კლინიკაში კიდურების ამპუტაციით, 2 დღეში გარდაიცვალა... - ივა კუზანოვი

08-07-2024
654
Aa

ცნობილი პლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი გადაცემა „სთორის“ სტუმარი იყო. ექიმმა ერთ-ერთი ოპერაცია გაიხსენა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა.

„4 წლის ბავშვი მოიყვანეს კლინიკაში, ურთულესი მდგომარეობა ჰქონდა, ბაბუას ჩაუვარდა საწნეხში. ხელების ამპუტაცია იყო. მივაკერეთ კიდურები, მაგრამ ბავშვი 2 დღეში გარდაიცვალა. მაშინ იმ საავადმყოფოში ეხოს აპარატი არ იყო, ბავშვს კი თავის ტვინში ჰქონდა ჩაქცევა, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა“ - გაიხსენა ივა კუზანოვმა.

FACEBOOK კომენტარები