ქართველი ნაშვილები გოგონას სულისშემძვრელი ისტორია - "დედამთილი დედაჩემი აღმოჩნდა" ქართველი ნაშვილები გოგონას სულისშემძვრელი ისტორია - "დედამთილი დედაჩემი აღმოჩნდა" » დროული ინფორმაცია ქართველი ნაშვილები გოგონას სულისშემძვრელი ისტორია - "დედამთილი დედაჩემი აღმოჩნდა"

ქართველი ნაშვილები გოგონას სულისშემძვრელი ისტორია - "დედამთილი დედაჩემი აღმოჩნდა"

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
14-06-2026
407
Aa

სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბა­ვი ახალ­გაზ­რდა ქალ­მა მი­ამ­ბო. ქე­თიმ გა­თხო­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ გა­ი­გო, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყო და ქალი, რო­მე­ლიც დე­დამ­თი­ლი ეგო­ნა, მის­თვის ნამ­დვი­ლი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ქმრის­თვის კი აღ­მზრდე­ლი დედა აღ­მოჩ­ნდა.

ქეთი: - გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან მამ­სგავ­სე­ბენ აღ­მზრდელ მშობ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დას. ისი­ნი ყო­ველ­თვის თავს მევ­ლე­ბოდ­ნენ, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვი არ მე­გუ­ლე­ბო­და და რა­ტომ უნდა გამ­ჩე­ნო­და ეჭვი, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვი?

22 წლი­სა გავ­თხოვ­დი. ჩემი მშობ­ლე­ბი მხო­ლოდ ერთი რა­მით იწუ­ნებ­დნენ სა­სი­ძოს - დე­დი­სერ­თაა, მშობ­ლე­ბი არ დათ­მო­ბენ, ჩვენ­თან რომ იცხოვ­როს, შენც ვერ და­გა­ძა­ლებთ, რომ ჩვენ­თან უფრო ხში­რად იყო, ვიდ­რე ქმრის ოჯახ­შიო.


სა­დე­დამ­თი­ლოს ნახ­ვის­თა­ნა­ვე უც­ნა­უ­რი გან­ცდა და­მე­უფ­ლა. დე­და­ჩე­მი და ის ერ­თმა­ნეთს ჰგავ­დნენ, მე კი ორი­ვეს. რო­დე­საც სა­დე­დამ­თი­ლოს ჩა­ვე­ხუ­ტე, რა­ღაც­ნა­ი­რი სით­ბო ვიგ­რძე­ნი და დე­და­ჩემს ვუ­თხა­რი კი­დეც, მგო­ნი, ძა­ლი­ან კე­თი­ლი დე­დამ­თი­ლი მე­ყო­ლე­ბა-მეთ­ქი. მარ­თლაც დე­დაშ­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. შარ­შან დე­დამ­თილს საშ­ვი­ლოს­ნოს ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თეთ. სა­ნამ ავად გახ­დე­ბო­და, თითს არა­ფერ­ზე მა­კა­რე­ბი­ნებ­და. მისი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფერს მე ვა­კე­თებ­დი. ერთხელ აი­ვან­ზე გა­ვიყ­ვა­ნე, სა­ვარ­ძელ­ში ჩავ­სვი და სახ­ლის და­ლა­გე­ბას შე­ვუ­დე­ქი. მის ოთახ­ში ტან­საც­მლის კა­რა­და რომ გად­მო­ვა­ლა­გე, ზედა თა­რო­დან ძვე­ლე­ბუ­რი საკ­ვო­ი­ა­ჟი გად­მო­ვარ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, თან კარ­გად შე­ნა­ხუ­ლი. ვი­ფიქ­რე, ვთხოვ და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­ტა­რებ-მეთ­ქი. სხვის ნივ­თებ­ში ქექ­ვა არ მა­ხა­სი­ა­თებს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც გავ­ხსე­ნი. ჩან­თა­ში ჩვი­ლის ფოტო და რა­ღაც იყო ცე­ლო­ფან­ში გახ­ვე­უ­ლი. დავ­ხე­დე თუ არა ფო­ტოს, ჩემი თავი შე­ვი­ცა­ნი. და­ახ­ლო­ე­ბით 5 თვის ასაკ­ში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. შინ მსგავ­სი ბევ­რი ფოტო მაქვს.

კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები