იპოვე შენი გვარი და შენი წარსული - ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ ფესვებზე უნდა ფლობდე
გვარი ადამიანის მემკვიდრეობით მიღებული საგვარეულო სახელია, რომელიც ძირითადად, მამიდან შვილზე გადადის. ზოგ ქვეყანაში გვარი დედიდან გადადის...
ქართველების გვარი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებითაა დაყოფილი. ისინი სახელებისგან, მეტსახელებისგან ან წარმომავლობისგან შეიქმნა.
გვინდა რამდენიმე მათგანის ისტორიასა და წარმომავლობას შევეხოთ, რომელიც იაკობ ახუაშვილის "ქართული გვარსახელების" მიხედვით არის მომზადებული.
აბაშიძე – ერთ-ერთი გავრცელებული და ისტორიული გვარსახელია. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს იმერეთის წარჩინებულ და შემძლებელ თავადთა შორის, რომელებსაც ქართლშიც ჰქონდათ მამულები. საფუძვლად უდევს სახელი აბაშ, აბაში.
ბოტკოველი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია თელავის რაიონში. ბოტკო სოფელია საგარეჯოს რაიონში; მოხსენიებულია თამარ მეფის 1202 წლის სიგელში შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში მდებარე სოფლად, სხალტბის ახლოს.
ჭავჭავაძე – გავრცელებულია თელავის რაიონში (ყვარელი, წინანდალი). წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ცნობილია XIV საუკუნიდან, გადმოცემის თანახმად, ხევსურეთიდან წარმომავლობენ. საფუძვლად უდევს ფრინველის სახელი ჭავჭავი, იგივე ჭივჭავი.



