„იცით, როგორ უნდა შეამციროთ კომუნალური გადასახადები? ეს რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ!“

02-11-2024
535
Aa

ზამთარში ოთახებში სითბოს შესანარჩუნებლად, ან უბრალოდ სახლის გასათბობად კი ყველა პრაქტიკულ და არაპრაქტიკულ ენერგორესურსს მივმართავთ. კომუნალურ გადასახადებს კი, რომლებიც ისედაც არ იყო მცირე, გაძვირებული ტარიფი დაემატა, ჯანმრთელობის ხარჯზე კი გამათბობლების გათიშვა ნამდვილად არ არის გამოსავალი. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომლებიც გადასახადებს შეამცირებს.

როგორ გავაკეთოთ ეკონომია ოთახის გამათბობელით?

● ოთახის გამათბობლებიდან გამოსული ჰაერის თბილი ნაკადი ნეიტრალიზდება ოთახში, კედლებიდან და ფანჯრებიდან შემოსული ცივი ჰაერით. თუ კედელზე, გამათბობელის მოპირდაპირედ გააკრავთ გამათბობელზე ოდნავ მეტი ზომის კილიტას (ფოლგა), ოთახში ტემპერატურას 2–3 გრადუსით გაზრდით.

როგორ დავზოგოთ გაზის გადასახადი?


თუ ფიქრობთ, რომ ძალიან მაღალ ცეცხლზე სადილს უფრო მალე გააკეთებთ, ძალიან ცდებით. გაზქურის ცეცხლის ზომა არ უნდა სცილდებოდეს ქვაბის (ტაფის) ძირს, რადგან ასე არა მარტო აფუჭებთ ჭურჭელს, ასევე ტყუილად ხარჯავთ გაზს, რაც ზრდის გადასახადს. ასე, რომ დაუკელით გაზის სიმძლავრეს, თუ ხედავთ, რომ ცეცხლი ქვაბის ძირიდან ბევრად დიდზე ანთია.

როგორ გავაკეთოთ ეკონომია ფანჯრებით?

● თუ სახლში, ისევ ძველი, ხის ჩარჩოები აქვს თქვენ ფანჯრებს, რომელიც სიცივეს ვერაფრით აკავებს, შეგიძლიათ ჰაერის გამტარი ნაკადები ჰერმეტულად დაფაროთ წებოვანი ქაღალდი–ლენტით, ქაფით ან სილიკონის სითხით.

● ხშირად, თანამედროვე ორმაგი მეტალო პლასტმასის ფანჯრებიც შეიძლება ცივი აღმოჩნდეს. შეამოწმეთ ფანჯრის ფურნიტურა მორგებულია თუ არა ზამთრის რეჟიმს, რადგან ინსტალატორები (მემონტაჟეები) მას ზაფხულის რეჟიმზე აინსტალებენ.

● თუ მეტალო პლასტმასის ფანჯარა სრულიად ნორმალურადაა დამონტაჟებული, თუმცა ცივი ჰაერის ნაკადი მაინც აღწევს ოთახში, მაშინ საქმე გვაქვს ჰერმენტიზაციასთან, რომელიც მოძველდა და გამოცვლას საჭიროებს. რთული არც ამაში არაა არაფერი, გაცვეთილი და მზისგან დამწვარი ჰერმენტიზაციის რეზინა, რაც ფანჯარას აქვს შიგნით, უნდა ამოიღოთ და ახალი ჩასვათ.

როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია?

1. გამოიყენეთ ენერგიის დამზოგავი ნათურები, რომლებიც 50-დან 80%-მდე ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე ჩვეუელებრივი ნათურები.

2. თუ რეგულარულად გავიწყდებათ სინათლის ჩაქრობა, როდესაც ოთახიდან ან სახლიდან გადიხართ, უმჯობესია დაამონტაჟოთ სენსორული ნათურები, რაც ჯამში იმაზე იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე თქვენი გულმავიწყობის გამო თვის მანძილზე დახარჯული ენერგიის საფასურია.


3. მაცივარი არ უნდა იდგას გამათბობელთან ან მზესთან ახლოს, რადგან ასე ის მეტ ენერგიას მოიხმარს და ჯამში კიდევ 15-20%-ით მეტის გადახდა გიწევთ თვის ბოლოს.


4. უმჯობესია თუ წყალს აადუღებთ გაზქურაზე და არა ელექტრო ჩაიდანით, რადგან ეს კიდევ გაზრდის თქვენს კომუნალურებს.


5. როდესაც რაიმეს აცხობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ გამორთვის შემდეგ ღუმელი 10-15 წუთის მანძილზე, კიდევ ცხელია. ამიტომ, შეგიძლიათ ეს დრო გამოიყენოთ პურის გასახუხად, სადილის შესათბობად და ა, შ.


6. გახსოვდეთ, ძილის რეჟიმში დარჩენილი მოწყობილობა ელექტროენერგიას ხარჯავს .



ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით საგრძნობლად შეამცირებთ დენისა და გაზის გადასახადს.


FACEBOOK კომენტარები