სარეცხის მანქანით რეცხვის 5 საიდუმლო. დიასახლისებო ეს უნდა იცოდეთ!
ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს ხშირი რეცხვა, თუმცა ტანსაცმელს ისე ვერაფერი აფუჭებს, როგორც მისი არასწორი რეცხვა. რა ფაქტორების გათვალისწინება გვმართებს, რათა შევუნარჩუნოთ მათ ხარისხი? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ფაქტორებზე ვისაუბრებთ, თუ რომელია ტანსაცმლის რეცხვისა და მოვლის სწორი ხერხები. რჩევები კი საუკეთესო სასტუმროების თანამშრომლების მიერ არის რეკომენდებული.
1. როგორ დავტვირთოთ სარეცხის მანქანა?
სარეცხის მანქანა მხოლოდ 80%-ით უნდა დატვირთოთ. თუ ტანსაცმელს (პირობითად) მაქსიმალური რაოდენობით მოათავსებთ მასში, ის ნორმალურად არ გაირეცხება. თუმცა, თუ ნორმაზე ძალიან ნაკლებ გასარეცხ ტანსაცმელს მოათავსებთ, ამით სარეცხი მანქანის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლას დააჩქარებთ.
2. რამდენი უნდა იყოს წყლის ტემპერატურა?
სარეცხის მანქანაში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 40-60 გრადუსი. ეს ის ტემპერატურაა, რომელიც სპობს თეთრეულსა და ტანსაცმელზე არსებულ ბაქტერიებს. ცივი წყლის ნაკადი ვერ სპობს მტვერს, ტკიპებსა და ბაქტერიებს, ძალიან ცხელი წყალი კი აფუჭებს ქსოვილს.
3. რა საშუალებების გამოყენება შეიძლება რეცხვის დროს?
ხშირად ვიყენებთ ტანსაცმელს რეცხვის დროს კონდიცირების ქიმიურ საშუალებებს, თუმცა კარგი იქნება თუ გამოიყენებთ თეთრ ძმარს. თქვენი პირსახოცები და თეთრეული, რომლებიც რეცხვის შემდეგ უხეში ხდება, ძმრის გამოყენებით რბილი გახდება. გამოიყენეთ 100 მლ თეთრი ძმარი დამარბილებლად.
4. როგორ ვებრძოლოთ ლაქებს?
დალაქავებული ტანსაცმლიდან ლაქა სარეცხის მანქანაში რეცხვის შემდეგ ხშირად არ ამოდის. ამიტომ გეტყვით ხუთ მარტივ ხრიკს, რომელიც თქვენს ტანსაცმელს შეუნარჩუნებს ძველ იერს.
● ცხიმიან ლაქას (ახალს) დააყარეთ შაქრის შემცვლელი ან სახამებელი (კრახმალი), შემდეგ კი გარეცხეთ სარეცხის მანქანაში.
● ტომატისა და სოუსის კვალს ადვილად ამოაცილებს პრეპარატი WD-40. გააჩერეთ 5-10 წუთი, ამის შემდეგ კი თუნდაც ცივი წყლით გარეცხეთ.
● იღლიის არეში თეთრი ტანსაცმელიდან ყვითელი ლაქების ამოსაღებად გარეცხეთ ის ფხვნილის გარდა მათეთრებელთან ერთად 40 გრადუს ტემპერატურაზე.
● თუ ერთი საათით მარილიან წყალში ჩაალბობთ ტანსაცმელს ( კომბინაცია- 1 ლიტრ წყალთან 1 სუფრის კოვზი მარილი), ის ადვილად ამოიღებს ყავისა და ღვინის ლაქებს.
● სოდა დაეხმარება თეთრ ტანსაცმელს სიყვითლის მოცილებაში, ასევე მოაცილებს ტანსაცმელს უსიამოვნო სუნს. ნახევარი ჭიქა სოდა ჩაამატეთ ფხვნილთან ან სარეცხის საპონთან ერთად და გარეცხეთ ცხელი წყლით.
5. სარეცხის სწორად შრობის წესი.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ სარეცხი აუცილებლად გავაშროთ ჰაერზე, თუ მზის სხივი იქნება, კიდევ უკეთესი. თუ სარეცხის გაშრობა საშრობ მოწყობილობაზე სახლში გიწევთ, რეცხვის დროს სარეცხთან ერთად შეაგდეთ ჩოგბურთის ბურთი. ის ტენს შეიწოვს და სარეცხი უფრო ფუმფულა გახდება.