„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
რა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ვერაგი სიმსივნე,- ამ თემაზე ვიდეომიმართვას ექიმი, მარინე ძაგნიძე ავრცელებს.
„რა უნდა გავაკეთოთ რომ არასდროს დაგვემართოს სიმსივნე - ამაზე უნდა გელაპარაკოთ ახლა. პირველ რიგში, რა არის მიტოქონდრია. მიტოქონდრია ეს არის ჩვენი უჯრედის გული. ყველა საკითხი, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება ან უნდა მოხდეს, ყველაფერი ხდება მიტოქონდრიაში. ამიტომ, მისი სიჯანსაღე აუცილებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯანსაღი მიტოქონდრია შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა, ვიტამინ D-ს დონე შევინარჩუნოთ უმაღლეს საფეხურზე 70-80 ნანომეტრი მილიმეტრის ფარგლებში. მეორე - აუცილებელია ინტერვალური კვება. სასურველია თუ შევძლებთ 18 საათიანს ან 16, 14 საათიანს. ასევე, თუ შეძლებთ კარგი იქნება, თვეში 2 დღე სრული შიმშილი, მხოლოდ წყალზე. აუცილებლად უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით ნიორი, ხახვი და ისეთი ბოსტნეული როგორიცაა ისპანახი, ბროკოლი. შევზღუდოთ ჩვენს რაციონში კარბოქსიდები - ფქვილი, შაქარი არის ის, რაც აზიანებს ჩვენს მიტოქონდრიებს. არ შეიძლება ჩვენს გემოზე რკინის დანამატის დალევა. ასევე, თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ",- ამბობს ძაგნიძე.



