„ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა...“ - 4 ტიპის საკვები, რომელიც სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს 4 ტიპის საკვებს, რომლებიც ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საზიანოა და სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის.
„სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ჩვენივე ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი ვართ ხოლმე. როცა მაღაზიაში შევდივართ, უმეტესად, ისეთ რაღაცებს ვარჩევთ, რაც მალე მზადდება. გეტყვით 4 პროდუქტს, რომელთა ყიდვაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს ასაკს:
„ჩემი ძალიან მყარი რჩევა იქნება, რომ ალკოჰოლი მაქსიმალურად შევამციროთ. თუ განსაკუთრებული დღეა და უნდა მივიღოთ, მცირე რაოდენობით მივირთვათ, მაგრამ, ადამიანს, რომელსაც C და B ჰეპატიტი აქვს და ალკოჰოლსაც იღებს, რას ელოდება? ალკოჰოლი შეიძლება, ძალიან ბევრი ონკოლოგიური დაავადების მიზეზი იყოს. უფრო ზუსტად, ალკოჰოლის მიღება ოთხი სიმსივნის განსაკუთრებული მიზეზი შეიძლება გახდეს. ესენია: ქალბატონების შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები, ხახის, საყლაპავისა და ღვიძლის სიმსივნეები.
მოვერიდოთ სწრაფ სუფებს. წყალი რომ უნდა დავასხათ და 5 წუთში მომზადდება... ასეთი საშინელი პროდუქტის მიღება სასტიკად არ შეიძლება. ჯანმრთელობისათვის ძალიან სახიფათოა“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.