სხეულის 5 ზონა, სადაც სუნამოს მიპკურება ყველაზე ეფექტურია
სუნამოს გამოყენება ბევრ ადამიანს უყვარს. თუმცა, ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ რაც არ უნდა ძვირად ღირებული იყოს ის, ზოგჯერ არომატი მალევე ქრება და არცთუ ისე შესამჩნევია. თუ მსგავსი პრობლემა გაქვთ, შესაძლოა, სუნამოს არასწორად იყენებთ.
ნახეთ პროფესიონალების რჩევები, სხეულის რომელ ნაწილებში უნდა გამოიყენოთ ის, რომ არომატი დიდხანს გაგყვეთ:
თმა
თმა არომატს იმაზე დიდხანს ინახავს, ვიდრე კანი. ამიტომ, ერთ-ერთი კარგი ვარიანტი, რომ სურნელი დიდხანს გაგყვეთ, სწორედ თმაზე მიპკურებაა. (ასევე დაგაინტერესებთ.
ყურის უკანა მხარე
ითვლება, რომ ყურის უკანა მხარეს მიპკურებული სუნამოს რამდენიმე წვეთიც კი საკმარისია, რომ სურნელი მთელი დღის განმავლობაში გაგყვეთ.
კისრის უკანა მხარე
პარფიუმერიის ექსპერტები ამბობენ, რომ კისრის უკანა მხარე სხეულის კიდევ ერთი ისეთი ნაწილია, რომელიც არომატს ყველაზე უკეთ ინარჩუნებს.
მკლავის შუა ნაწილი
იდაყვის მოპირდაპირე მხარე, მკლავის შუა ნაწილი სუნამოს სურნელს ასევე შესანიშნავად ინარჩუნებს და მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. თუმცა, იქამდე, ვიდრე სუნამოს გამოიყენებთ, ჯობს კანი კარგად დაიტენიანოთ.
მუხლის უკანა მხარე
პარფიუმერიის სპეციალისტები ამბობენ, რომ მუხლის უკანა მხარე ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ზონაზე უკეთ მუშაობს და არომატს შესანიშნავად ინარჩუნებს.