Puff Daddy-ის პირველი კომენტარი, მას შემდეგ რაც იგი პროსტიტუციისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

29-09-2024
283
Aa

ამერიკელი რეპერმა, შონ Diddy კომბსმა რომლის წინააღმდეგ ტრეფიკინგთან დაკავშირებით ფედერალური გამოძიება დაიწყო სასამართლოზე განაცხადა, რომ ბრალდებებს უარყოფს და თავს დამნაშავედ არ თვლის.

ინფორმაციას, გამოცემა Variety ავრცელებს.

Puff Daddy 2023 წელს სექსუალურ ძალადობაში ორმა ქალმა დაადანაშაულა, ხოლო გამოცემა CNN-ის გავრცელებული ინფორმაციით ის 16 სექტემბერს, მანჰეტენში, აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გამოძიებათა სამსახურმა დააკავა.

Variety-ის ცნობით, ორსაათიან სასამართლო მოსმენაზე, შონ კომბსმა მხოლოდ ორი სიტყვა, “უდანაშაულო ვარ” თქვა.

პროკურორების მტკიცებით, კომბსს გირაოს სახით გათავისუფლება არ უნდა შეეფარდოს და ის უნდა დარჩეს პატიმრობაში სასამართლო პროცესის დასრულებამდე.

Puff Daddy-ის ადვოკატმა, მარკ აგნიფილომ მოსამართლეს მოუწოდა, რომ კომბსი $50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა.

მოსამართლემ კომბსის გირაოს სახით გათავისუფლებაზე უარი თქვა - შესაბამისად, Puff Daddy ფედერალურ პატიმრობაში დარჩება რეკეტირებისა და სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული